ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ამჯერად თავი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა. „ფიბას" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ტენერიფემ" რუსულ „ნიჟნი ნოვგოროდს" უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 81:67 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა 24 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება მიითვალა.
მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „ტენერიფე" 22 ოქტომბერს მონტენეგროში „მორნართან" ჩაატარებს.